საყვარელიძე, ტარიელ
ვიკიპედიიდან
ტარიელ იოველის ძე საყვარელიძე (* 20 აპრილი, 1923, ზესტაფონი ― † 23 აპრილი, 1993, თბილისი), ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1941-1946 წლებში ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო; 1947 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასრულებს როგორც დრამატული,ისე სახასიათო როლებს. მნიშვნელოვანი როლები: მეფე ერეკლე (გოთუას "მეფე ერეკლე"), ჭუჭა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მანუჩარი (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დე სილვა და დე სანტოსი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გრაფი შრუზბერი (შილერის "მარიამ სტიუარტი"), კლარენსი, კაპულეტი, მაკბეთი (შექსპირის "რიჩარდ მესამე", "რომეო და ჯულიეტა", "მაკბეთი"), კრეონი (ევრიპიდეს "მედეა", სოფოკლეს "ანტიგონე"), ნაპოლეონი (სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"). დავანაძე, ქალაქის თავი (ქიაჩელის "ჰაკი აძბა"), დარისპანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"). საყვარელიძე მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო, მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე.