თარგი:სახვითი/რჩეული ბიო
ვიკიპედიიდან
გიორგი (გიგო) გაბაშვილი (1862 - 1936), ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი, როგორც შემოქმედის, ჩამოყალიბებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, ერთი მხრივ, ქართველ სამოციანელთა მოწინავე იდეებს, მეორე მხრივ, XIX საუკუნის II ნახევრის რუსულ რეალისტურ მხატვრობას. გაბაშვილი არის ქართული ბატალური მხატვრობის პიონერი ("ალავერდობა", 1899; "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან", 1904; "ბოსტანში", 1891; "არხოტის დაცვა", 1898-1901; ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), პეიზაჟისა ("წვიმის შემდეგ", 1891, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), ნატურმორტისა. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი ("ბაზარი სამარყანდში", 1894; "დივანბეგის აუზი ბუხარაში", 1895, ორივე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). "ბაზარი სამარყანდში" (1894) - 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.