სინშარიშკუნი
ვიკიპედიიდან
სინშარიშკუნი (დაახ. ძვ. წ. 623 - ძვ. წ. 612), რომელიც ასევე ბეროსის სარაკოსი უნდა ყოფილიყო, ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მეფე იყო.
სინშარიშკუნი იყო ძე აშურბანიპალის და შესაძლოა ასურეთის ბოლო მეფის აშუბალიტ II-ის (ძვ. წ. 612 - ძვ. წ. 607) ძმა. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით იგი უნდა ყოფილიყო აშურბანიპალის მემკვიდრე ტახტისთვის, სულ მცირე ბაბილონში. თუმცა მხრცოვან ასაკში მამამისის გარდაცვალებას 627 წელს მოჰყვა მძვინვარე სამოქალაქო ომი, რომელიც 623 წლამდე გაგრძელდა, სინშარიშკუნის მიერ მისი მთავარი მოწინააღმდეგის აშურ-ეტილ-ილანის, რომელიც შესაძლოა მისი ძმა უნდა ყოფილიყო, დამარცხებითა და მკვლელობით.
მისი მეფობის მეშვიდე წლით დათარიღებული კონტრაქტი ნაპოვნი იქნა ურუკში, რომლის მიხედვით ის ბრძანებს დანგრეული ტაძრების აღდგენასა და მღვდელმთავრების დაბრუნებას. ის მეფობდა ძვ.წ. 612 წლის 10 აგვისტომდე. ამ დღეს ის ნინევეში საკუთარ სასახლეში ბაბილონელთა მიერ გაჩენილ ხანძარში დაიწვა.