სიღნაღი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 2,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი. სიღნაღში არის ბოდბის ეპარქიის რეზიდენცია.