სკოტლანდ იარდი
ვიკიპედიიდან
ახალი სკოტლანდ იარდი (ინგლ.: New Scotland Yard - ახალი შოტლანდიური ეზო), შემოკლებით სკოტლანდ იარდი, დიდი ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის (Metropolitan Police Service) შტაბ-ბინაა. მოთავსებულია 20-სართულიან საოფისე ბლოკში ბროდვეისა და ვიქტორიის ქუჩების გასწვრივ ვესტმინსტერში, პარლამენტიდან დაახლ. 450 მეტრში. განთქმული მოტრიალე აბრა (სურათზე), რომელიც ხშირად ჩანს ტელევიზიით და კინოფილმებში, შტაბ-ბინის მთავარი შესასვლელის წინ დგას ბროდვეიზე.