სულეიმან აბუ ლაილი
ვიკიპედიიდან
სულეიმან აბუ ლაილი ("ღამის მამა") (* 1694 ― † 1762), ერაყის მამლუქი გამგებელი, ქართველი.
12 წლისა წაიყვანეს უცხოეთში და ერაყის გამგებელს - ჰასან-ფაშას მონად მიჰყიდეს. ნიჭისა და მამაცობისათვის ჰასან-ფაშამ იგი მონობიდან გაათავისუფლა და დააწინაურა. 1733 წელს მას მირმირანის (მთავარსარდლის) ტიტული უბოძეს და ქაჰიის (ფაშას მოადგილის) თანამდებობაზე დანიშნეს. 1747 ადანის გამგებლად გადაიყვანეს , იქიდან ერთი წლის შემდეგ ბასრის მუთასალიმად (გამგებლად) გაგზავნეს, ხოლო 1749 ერაყის გამგებელი გახდა. სულეიმანის ზნეობით იწყება ერაყში მამლუქთა გამგებლის ხანა.