ტოკიო ჰოტელი
ვიკიპედიიდან
Tokio Hotel - ტოკიო ჰოტელი | |
---|---|
დაარსება: | 2001 |
ჟანრი: | გერმანულენოვანი პოპი |
ვებგვერდი: | http://www.tokiohotel.de/ |
წევრები | |
ვოკალი: | ბილ კაულიცი |
გიტარა: | ტომ კაულიცი |
ბასი: | გეორგ ლისტინგი |
დრამსეტი: | გუსტავ შეფერი |
ტოკიო ჰოტელი (გერმ.: Tokio Hotel) - გერმანულენოვანი პოპ-ჯგუფია ქალაქ მაგდებურგიდან.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] დაარსება
2001 წელს ტყუპებმა ბილ და ტომ კაულიცებმა (* 1 სექტემბერი 1989) გუსტავ შეფერთან (* 8 სექტემბერი 1988) და გეორგ ლისტინგთან (* 31 მარტი 1987) ერთად მშობლიურ ქალაქ მაგდებურგში დაარსეს ბენდი "დევილიშ" ("Devilish"). ლოკალური გამოსვლების შემდგომ 2004 წელს ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა იუნივერსალ მიუზიკ გრუპთან და ახალი სახელით - "ტოკიო ჰოტელი" ("Tokio Hotel") - დაიწყეს სტუდიაში ჩაწერები.
[რედაქტირება] კარიერის დასაწყისი
2005 წლის აგვისტოში "ტოკიო ჰოტელის" სადებიუტო სინგლმა «მონსუნში გავლით» («Durch den Monsun») გამოსვლის პირველსავე კვირაში გერმანიისა და ავსტრიის მუსიკალურ ჩარტებში №1 ადგილი დაიკავა. 2005 წლის სექტემბერში ბენდის სადებიუტო ალბომიც - «ყვირილი» («Schrei») - ამ ქვეყნების ჩარტების პირველ ათეულში მოხვდა.
[რედაქტირება] პრიზები
2005 წლის 6 ოქტომბერს "ტოკიო ჰოტელი" დაჯილდოვდა "კომეტით", როგორც წლის საუკეთესო დებიუტანტი ბენდი და "სუპერკომეტით". იმავე წლის 24 ნოემბერს "აინს ლაივ კრონე"-ს პრიზით და 1 დეკემბერს "ბამბი"-ის პრიზით.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
[რედაქტირება] სინგლები
- 15 აგვისტო 2005 : «მონსუნში გავლით» («Durch den Monsun»)
- 25 ნოემბერი 2005 : «ყვირილი» («Schrei»)
[რედაქტირება] ალბომები
- 19 სექტემბერი 2005 : «ყვირილი» («Schrei»)
[რედაქტირება] დივიდი
- 5 დეკემბერი 2005 : «იცხოვრე წამი : სცენების მიღმა» («Leb die Sekunde: Behind the scenes»)