ტორპედო (ქუთაისი)
ვიკიპედიიდან
საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი: პირველ სამ ჩემპიონატში გამოდიოდა ქუთაისის სახელით. თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის A ლიგაში. 2000, 2001, 2002 წლების ჩემპიონი, 1999 წლის მეორე და 1991, 1994 წლების მესამე პრიზიორი. ჩაატარა 397 მატჩი: 218 მოგება, 68 ფრე, 111 წაგება. ბურთების სხვაობა 791-485. 1999, 2001 წლების ეროვნული თასის მფლობელი და 2000, 2002 წლების ფინალისტი. ჩაატარა 74 მატჩი: 41 მოგება, 17 ფრე, 16 წაგება. სტადიონი ტორპედო (ტევადობა 19 400) გაიხსნა 1957 წელს.