ტურაშვილი, დავით
ვიკიპედიიდან
დავით ტურაშვილი (*10 მაისი, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი. 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი პირველი რომანი, დაბეჭდილი 1988 წელს, ამ წინააღმდეგობას აღწერს. მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსის თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998) და "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული "მერანი" გამოიცა 1991 წელს.