უახლესი პერიოდის რუსეთ-საქართველოს ომი
ვიკიპედიიდან
ამოიღეთ ეს თარგი სტატიის გამართვის შემდეგ.
ფართომასშტაბოვანი, ხანგრძლივი, შენიღბული ცხელი და ცივი ომების სერია, რომელიც საბჭოთა იმპერიამ გამართა მისი რღვევის ეტაპზე, ხოლო შემდგომ განაგრძო რუსეთის ფედერაციამ ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი
რუსეთ-საქართველოს ომი პირველ რიგში და განსაკუთრებით მიმართულია დემოკრატიული ეროვნულ-განმათავისუფლებელი და აგრეთვე ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მათს მოსპობა-განადგურებას (რაც აწყობს აგრეთვე დასავლეთის გლობალისტურ წრეება). იხ.: განსხვავება ეროვნულ და ნაციონალურ მოძრაობებს შორის.
საბჭოთა იმპერიისა და შემდგომ რუსეთის ყოფილ საბჭოთა კოლონიებზე გავლენის ძირითადად სამხედრო ძალის გამოყენებთ შენარჩუნებისათვის გეოპოლიტიკური მასშტაბის ბრძოლა დაგეგმილი იყო საბჭოთა მმართველი კლასის მიერ და მისი აქტიური გამოყენება დაიწყო „პერესტროიკის“ დასკვნით ფაზაში შესვლისთანავე (1989-1991).
რუსეთ-საქართველოს ომიში რუსეთი განსაკუთრებით ფართოდ იყენებს პრო-რუსულ „სეპარატისტულ ძალებს“, რამაც რუსეთის გეგმით უნდა შენიღბოს რუსეთის როლი და მონაწილეობა ამ ომით გაჩაღებულ კონფლიქტებში.
რუსეთ-საქართველოს ომი მოიცავს როგორც მასშტაბოვან საბრძოლო მოქმედებებს ანუ „ცხელ ომებს“ (სამაჩაბლო, აფხაზეთი), ასევე - ფართომასშტაბოვან ეკონომიკურ, იდეოლოგიურ ომებს ანუ „ცივ ომებს“. რუსეთ-საქართველოს ომში პირველ რიგში გამოიყენება აქ განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებში დისლოცირებული რუსეთის არმია - სწორედ ამიტომ იყო, რომ ზ.გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ რუსეთის საქართველოში განლაგებულ სამხედრო ძალას „საოკუპაციო არმიის“ სტატუსი მიანიჭა.
რუსეთ-საქართველოს ომის განსაკუთრებულ ნიშნად იქცა შინაგანი პრორუსული ძალების მიერ შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რომელთა მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურა გახდა - საქართველოში.
სამხედრო ძალის გამოყენებისა და მასობრივი სისხლისღვრის პირველი შემთხვევა და ამდენად რუსეთ-საქართველოს ომის დასაწყისი გახდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ეროვნული მოძრაობის მიერ მოწყობილი დამოუკიდებლობის მოთხოვნების მქონე მშვიდობიანი მიტინგის სისხლიანი დარბევა.
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთის მიერ ფაქტობრივ ოკუპაციაში მოექცა აფხაზეთი და სამაჩაბლო (ცხინვალის რეგიონი)- ოკუპაციები შენიღბულია „რუსეთის არმიის სამშვიდობო ოპერაციებით“.
რუსეთ-საქართველოს ომი, მისი მიზნები და რუსეთის გეოპოლიტიკური მისწრაფებები საქართველოში ომის დაწყებისთანავე მხილებული იყო ზ.გამსახურდიას საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისა და ჯ.დუდაევის ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ხელისუფლების მიერ.
[რედაქტირება] უახლესი პერიოდის რუსეთ-საქართველოს ომის ასახვა სახელმწიფო დოკუმენტებში
«...კარგად ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსია სურთ... ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია.
ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.»
[რედაქტირება] საქართველოს პარლამენტი და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი“
გაურკვევლობა დაკავშირებული ტერმინთან „სამხრეთ ოსეთის ოლქი“ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 15 თებერვის დადგენილებამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქთან“ დაკავშირებით - ეს ტემინი ახლა საბოლოოდ ამოძირკვულია ქართული პოლიტიკური ფრაზეოლოგიიდან, იხ.: “საქართველოს პარლამენტის დადგენილება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ„. ამ დადგენილების 6 აბზაცში ექვსჯერაა ნახსენები „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ - ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაადგინა.
აქვეა: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა შეფასდეს მკვეთრად უარყოფითად, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებები – საქართველოს ამ რეგიონის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.“
[რედაქტირება] ლიტერატურა
[რედაქტირება] ამონარიდები
By Owen Matthews, Newsweek International
Yet here, too, not only did Yeltsin support Lukashenka, but he also sponsored separatist wars in Abkhazia, Transdnistr, South Ossetia and Nagorno-Karabakh— specifically to punish breakaway republics for disloyalty to Moscow. Newsweek International
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
უახლესი პერიოდის რუსეთ-კავკასიის ომები
(სტატია დამუშავების პროცესშია)
--ბპგ 08:35, 26 აგვისტო 2005 (UTC)