უელსი
ვიკიპედიიდან
უელსი (ინგლისურად - Wales; უელსურად - Cymru) არის დიდი ბრიტანეთის ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.
- ფართობი - 20,8 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა - 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
- ქალაქები (ათ.) - კარდიფი (Cardiff / Caerdydd), სუონსი, ნიუპორტი.
- ენები - ინგლისური და უელსური (18,7 %).
ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები "უელსის პრინცის" ტიტულს ატარებენ.