ფართობი
ვიკიპედიიდან
ფართობი არის :
- სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოფარგლულია მრუდით ან ტეხილი ხაზით, მაგალითად მართკუთხედის, სამკუთხედის ფართობი.
- სივრცე, ზედაპირი, რომელიც გამოყოფილია ბუნებრივად ან სპეციალურად რაიმე მიზნებისათვის, მაგალითად საცხოვრებელი ფართობი, სათესი ფართობი.
- რაოდენობრივი ზომა ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის (ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის) მიერ დაკავებული სიბრტყისა, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის გარკვეულ ნაწილს.
ფართობის საზომი ერთეულებია: კვადრატული მეტრი (SI-სისტემაში), კვადრატული კილომეტრი, ჰექტარი და სხვა.
[რედაქტირება] გეომეტრიული ფიგურების ფართობი
- მართკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით a × b, სადაც a არის მართკუთხედის სიგრძე, b - მართკუთხედის სიგანე.
- სამკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით (a × h) ÷ 2, სადაც a არის სამკუთხედის ფუძე, h - ფუძეზე დაშვებული სიმაღლე.
- წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით π × R2, სადაც π არის უსასრულო სიდიდე 3,1412..., ხოლო R - წრის რადიუსი.
- ტრაპეციის ფართობი გამოითვლება ფორმულით h x (a+b):2, სადაც a და b - ტრაპეციის ფუძეებია , ხოლო h არის ტრაპეციის სიმაღლე.