ქედა
ვიკიპედიიდან
ქედა - დაბა, ქედის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, აჭარაში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალზე, ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1.2 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.