ქვარიანი, დათუნა
ვიკიპედიიდან
დათუნა ქვარიანი, XVII საუკუნის ქართველი პოეტი. მოხსენიებული ჰყავს არჩილ II-ს "თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში". ჩვენამდე მოღწეულია ქვარიანის ერთი თხზულება - გალექსილი "წამება წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისი", რომელსაც საფუძვლად უდევს ამავე სათაურის ქართული პროზაული ძეგლი. თძზულება დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, მასში უხვად არის გამოყენებული რუსთველური სიტყვა-თქმანი. ტექსტი გამოუცემელია.