ქორწინება
ვიკიპედიიდან
სიტყვას "ქორწინება" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქორწინება (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქორწინება - თითქმის ყველა კულტურაში წარმოადგენს ქალის და კაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ქორწინების რელიგიური ასპექტი
[რედაქტირება] ქრისტიანული ქორწინება
[რედაქტირება] მუსულმანური ქორწინება
[რედაქტირება] იუდაისტური ქორწინება
[რედაქტირება] ქორწინების სამართლებრივი ასპექტი
[რედაქტირება] სხვადასხვა ერების საქორწილო რიტუალები
[რედაქტირება] რომაული ტრადიციები1
რომში პატარძლის წინ მიჰქონდათ ჩირაღდანი ქალღმერთ ცერერას საპატივცემლოდ. შემდეგ კი მას წყალს ასხავდნენ. პლუტარქეს აზრით ეს მამაკაცური საწყისის – ცეცხლის და ქალური საწყისის – წყლის შეერთების სიმბოლო იყო. სხვა აზრით კი პატარძალი წყლით და ცეცხლით დანიწმინდებოდა.
პატარძალს თმას უყოფდნენ შუბის წვერით.
დღესასწაულებში კი ქორწინდნებოდნენ ქვრივები და არა ქალიშვილები.
რომაელებში მიუღებელი იყო ახლო ნათესავებზე ქორწინება.
ქორწილის დროს ინთებოდა ხუთი სანთელი, არც მეტი და არც ნაკლები.
პატარძალს არ შეეძლო ქმრის სახლში საკუთარი ფეხით შესვლა, იგი მეოღლეს უნდა აეყვანა ხელში და შეეტანა. სავარაუდოთ ეს ტრადიცია იმის აღმნიშვნელია, რომ პირველი რომაელების ცოლები მოტაცებულები იყვნენ და თვითონ არ შესულან ქმრების სახლებში.2
გათხოვებისას საცოლე ასეთ ფორმულას წარმოთქვამდა "სადაც შენ ხარ გაიუსი, იქ მეც ვარ გაია". ეს იყო ქალის ქმრის გვარში შესვლის სიმბოლო.3
ქორწილში რომაელები მღეროდნენ ტალასიუსს. პლუტარქეს აზრით, იმიტომ, რომ ταλασία ტალასია ბერძნულად მატყლს ნიშნავს, პატარძალს კი ქმნრის სახლში ცხვრის მატყლს უფენდნენ და მას თან თითსტარი და სართავი უნდა წაეღო. მეორე ვერსიით კი საბინელი ქალების მოტაცებისას იყო რომაელი ტალასიუსი, რომლისთვისაც აარჩიეს ყველაზე ლამაზი ქალი და როდესაც მიჰყავდათ მასთან ყვიროდნენ "ტალასიუს, ტალასიუს".
პირველ საქორწილო ღამეს ცოლ-ქმარი აუცილებლად სრულ სიბნელეში უნდა დარჩენილიყვნენ სექსისთვის.
მაისში ქორწინება არ იყო მიღებული. სავარაუდოთ იმიტომ, რომ აპრილი ეძღვნებოდა ვენერას ხოლო ივნისი იუნონას, ამიტომ რომაელებს ერჩივნათ ან აპრილში ან ივნისში ქორწინება, რადგან ორივე ეს ქალღმერთი იყო ოჯახის მფარველი.
ცოლს და ქმარს შეეძლოთ ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება. ასევე არ შეიძლება საჩუქრის მიღება სიძისგან ან სიმამრისგან.
როდესაც ქმარი ბრუნდებოდა მოგზაურობიდან, მას წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა ცოლი. სავარაუდოთ ეს იყო ცოლისადმი ნდობის მაჩვენებელი, ვინაიდან უეცარი დაბრუნება შესაძლოა შეფასებულ ყოფილიყო, როგორც ცოლის საეჭვო საქმიანობაზე წასწრების მცდელობა.
[რედაქტირება] შენიშვნები
- ^ - მასალები აღებულია პლუტარქეს ნაშრომიდან რომაული საკითხები
- ^ - იხ. რომულუსის ბიოგრაფია. იგულისხმება საბინელი ქალების მოტაცება.
- ^ - აქ იგულისხმება გვარის სახელი და არა კერძო სახელი გაიუსი. შემდეგ გვარი გაიუსი გადაკეთდა გავიუსად.
![]() |
ეს არის სტატიის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |
კატეგორიები: ესკიზი | ანთროპოლოგია | ოჯახი | დემოგრაფია