შპეერი, ალბერტ
ვიკიპედიიდან
ბერთოლდ კონრად ჰერმან ალბერტ შპეერი (გერმ. Berthold Konrad Hermann Albert Speer) (*19 მარტი 1905, მანჰაიმი, გერმანია; † 1 სექტემბერი 1981, ლონდონი დიდი ბრიტანეთი) — გერმანელი არქიტექტორი და სახელმწიფო მოღვაწე, მესამე რაიხის შეიარაღების მინისტრი. ხშირად წოდებული როგორც "მესამე რაიხის პირველი არქიტექტორი", ნაცისტების ლიდერის ადოლფ ჰიტლერის კერპი.
შპეერი ჰიტლერის მთავარი არქიტექტორი იყო სანამ ომის პერიოდში შეიარაღების მინისტრი გახდებოდა. მის მიერ განხორციელებულმა გერმანიის საომარი წარმოების რეფორმამ უზრუნველჰყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოკავშირეთა ინტენსიური დაბომბვის პირობებში. ომის შემდეგ ის ნიურნბერგში დარჩა და 20 წლით პატიმპრობა მიესაჯა მისი წვლილისთვის მესამე რაიხში. როგორც "ნაცისტმა, რომელმაც პატიება ითხოვა", ის ერთადერთი მაღალჩინოსანი ფიგურა იყო, რომელმაც დანაშაული ცნო და გარეგნულად წუხდა კიდეც სასამართლო პროცესის დროს. 1966 წელს ვადის მოხდის შემდეგ ის წერას იწყებს. მას ეკუთვნის რამდენიმე ნახევრადავტობიოგრაფიული ნაშრომი.
სექციების სია |
[რედაქტირება] პირველი არქიტექტორი
1934 წელს ტროოსტის გარდაცვალების შემდეგ შპეერი იქნა არჩეული როგორც პარტიის მთავარი არქიტექტორი. მისი ერთ-ერთი უპირველესი განხორციელება დაწინაურების შემდეგ იყო დღეისთვის მისი ყველაზე ცნობილი პროექტი: ცეპელინტრიბუნი - ნიურნბერგის საპარადო მოედანი, როგორც ჩანს ლენი რიფენშტალის პროპაგანდისტულ ფილმში "ნების ტრიუმფი".
მოედანი ეყრდნობოდა ანატოლიაში პერგამონის საკურთხევლის ძველ დორიულ არქიტექტურას, რომელიც გაზრდილი იყო უზარმაზარი მასშტაბით და 240.000 ადამიანს დაიტევდა. 1934 წელს პარტიის თავშეყრაზე პარადის მოედანზე, შპეერმა მოედანს გარს შემოარტყა 130 თვითმფრინავსაწინააღმდეგო ფარანი. ამით შეიქმნა ე. წ. "შუქის კათედრალი" (ანუ სვეტები), ან როგორც მას ბრიტანეთის ელჩმა სერ ნევილ ჰენდერსონმა უწოდა "ყინულის კათედრალი".
ნიურნბერგი ნაცისტების მრავალ ოფიციალურ შენობათა ადგილი იყო, რომელთა უმრავლესობა არასდროს განხორციელებულა. მაგ. გერმანულ სტადიონზე უნდა დატეულიყო 400.000 მაყურებელი არიული თამაშებისთვიდ, რომელსაც ოლიმპიური თამაშები უნდა შეეცვალა. ამ შენობათა დაპროექტებისას შპეერმა გამოიგონა ე. წ. "ნანგრევის ღირებულების" თეორია. ამ თეორიის თანახმად, რომელსაც ჰიტლერი უჭერდა მხარს, ყველა ახალი შენობა იმგვარად უნდა აგებულიყო, რომ მათ ესთეტიურად სასიამოვნო ნანგრევების შთაბეჭდილება უნდა მეოხდინათ ათასობით წლის შემდეგ. ამგვარი ნანგრევები მესამე რაიხის დიდებულების აღმნიშვნელი იქნებოდა, ისევე როგორც ძველ ბერძნული და რომაული ნაგრევები, რომლებიც მათი ცივილიზაციის დიდებულების სიმბოლოებს წარმოადგენს. პრაქტიკაში, ამ თეორიით მან უპირატესობა მიანიჭა მონუმენტურ ქვის კონსტრუქციებს, რკინის ჩარჩეობისა და რკინა-ბეტონის გამოყენების ნაცვლად.
1937 წელს შპეერმა პარიზის საერთაშორისო ექსოპოზიციისთვის დააპროექტა გერმანული პავილიონი. შპეერის ნამუშევარი მდებარეობდა საბჭოთა პავილიონის პირისპირ და კომუნიზმის სისაზარლის წინააღმდეგ მასშტაბურ თავდაცვას განასახიერებდა. ორივე პავილიონმა მათი პროექტებისთვის ოქროს მედალი დაიმსახურა.
შპეერს ასევე დავალებული ჰქონდა ბერლინის აღმშენებლობის გეგმის შექმნა, რომელიც დიდი გერმანიის (ველტჰაუპშტადტ გერმანია) დედაქალაქი უნდა გამხდარიყო. ამ გეგმის პირველი საფეხური იყო ოლიმპიური სტადიონი 1936 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ვერნერ მარხმა დააპროექტა. შპეერმა ასევე შექმნა რაიხის კანცელარიის შენობა, რომელიც ასევე მოიცავდა უზარმაზარ ჰოლს და რომელიც ვერსალის სასახლის სარკეებიან ჰოლზე ორჯერ გრძელი იყო. ჰიტლერს სურდა რომ მას მესამე უფრო ვრცელი კანცელარიაც აეგო, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოესწრო. მეორე კანცელარია მძიმედ დაშავდა 1945 წელს ბერლინისთვის ბრძოლაში და საბოლოოდ საბჭოთა ოკუპანტებმა დაანგრიეს ომის შემდეგ.
მიუხედავად ჰიტლერის ფავორიტობისა, შპეერს ჰყავდა არქიტექტურული მოპაექრე - ჰერმან გიზლერი, რომელსაც ჰიტლერი ასევე სწყალობდა. ამ გარემოების გამო მათ შორის უთანხმოება საკმაოდ ხშირი იყო.