შხეფის ციხე
ვიკიპედიიდან
შხეფის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში (ახლანდელი ქ. სენაკის მახლობლად). აგებულია ადრინდელი შუა საუკუნეებში. ეტყობა შემდგომი პერიოდების გადაკეთებათა კვალი. კარგადაა შემორჩენილი ორი კოშკი და გალავანი. გამოთქმულია მოსაზრება, შხეფის ციხე არის იგივე ციხესიმაგრე ონოგურისი. შხეფის ციხეს ხშირად საპატიო პატიმართა საპყრობილედ იყენებდნენ. აქ 1590 ტყვეობაში გარდაიცვალა იმერეთის მეფე ლევანი. შხეფის ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა. 1979 ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები.