ჩაპმენი, ტრეისი
ვიკიპედიიდან
ტრეისი ჩაპმენი (Tracy Chapman) (*30 მარტი, 1964) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, ცნობილია სიმღერებით "Fast Car" (სწრაფი მანქანა), "Talkin' Bout a Revolution" (საუბარი რევოლუციაზე) და "Give Me One Reason" (მომეცი ერთი საბაბი).
დაიბადა კლივლენდში, ოჰაიო. გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. ფონდი "ბეტერ ჩენს" საშუალებით მიღებული სტიპენდიით კონექტიკუტის ვუსტერის სკოლაში სწავლობს და მოგვიანებით ტაფტის უნივერსიტეტში ირიცხება, მედფორდში, მასაჩუსეტსი.
[რედაქტირება] კარიერა
კოლეჯის პერიოდში ჩაპმენი ქუჩის მუსიკოსობას იწყებს და ამავე დროს კემბრიჯის ყავახანებში უკრავს. სწავლის დასრულების შემდეგ SBK სტუდიასთან კონტრაქტს აფორმებს და პირველ დისკს "Tracy Chapman" (1988) უშვებს. ალბომმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რის შემდეგადაც ტრეისი ტურებზე გადის საკუთარი ფანების მოსაზიდად. ნელსონ მანდელას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე 1988 წელს შესრულებული სიმღერის "Fast Car" შემდეგ ის აშშ-ის ბილბორდებზე ჩნდება. მისი დისკები სწრაფად იყიდება და მალე მულტი-პლატინის გახდა. ამავე ალბომისთვის ის ოთხი გრემით ჯილდოვდება.
მისი მომდევნო ალბომი "Crossroads" ("გზის გასაყართან", 1989) კომერციულად ნაკლებად წარმატებული გამოდგა. 1992 წლის "Matters of the Heart" (გულის წუხილი) მხოლოდ მისი ყველაზე ერთგული ფანებისთვის იყო ცნობილი. 1995 წელს ყველასათვის მოულოდნელად გამოდის ჩაპმენის ახალი ალბომი "New Beginning", რომელშიც მისი ჰიტი "Give Me One Reason" (მომეცი ერთი საბაბი [რომ დავრჩე]) შევიდა, და 1996 წელს გრემის ნომინაციაში "საუკეთესო როკ-სიმღერა" იმარჯვებს. 2000 წლის ალბომი "Telling Stories" უკვე უფრო როკის ჟანრისაა ვინემ ფოლკის. ალბომის ამავე სახელწოდების ჰიტი ევროპის რადიო სადგურების ფავორიტი გახდა. მისი მეექვსე ალბომი იყო "Let It Rain" ("იწვიმოს", 2002), რომლითაც ის ტურებით აშშ-სა და ევროპაში მოგზაურობს.
"Where You Live" (სადაც შენ ცხოვრობ), ჩაპმენის მეშვიდე სტუდიო-ალმობი 2005 წლის სექტემბერში გამოვიდა.