ჩოგოვაძე, ირაკლი
ვიკიპედიიდან
ირაკლი ჩოგოვაძე (19 აგვისტო, 1973, თბილისი), ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1990 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე.
- 1991 წელს სასწავლებლად გადავიდა პარიზში პარი IX-ის სახელობის უნივერისტეტში საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების მართვის ფაკულტეტზე, რომელიც 1996 წელს დაამთავრა მაგისტრის წოდებით.
- 1996-2003 წლებში სამუშაოდ გადავიდა ლონდონში IBRD-ში ანალიტიკოსად და შემდგომ − ბანკირად.
- 2004 წ. მუშაობდა მოსკოვში "ABN-AMRO Bank"-ში ბანკირად.
- 2004 წლის სექტემბერში დაინიშნა ს.ს.ი.პ. "საწარმოთა მართვის სააგენტოს" თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2004 წლის ნოემბერში − ს.ს.ი.პ. "საწარმოთა მართვის სააგენტოს" თავმჯდომარედ.
- 2005 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად.