წმინდა ნინოს ტაძარი
ვიკიპედიიდან
წმინდა ნინოს ტაძარი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ლექეთის მახლობლად (3 კმ-ზე). შუა საუკუნეებში აქ ყოფილა დიდი მონასტერი - აღმოსავლეთ კახეთის სწავლა-განათლების კერა. დღეს ნანგრევებადაა ქვეული.
წმინდა ნინოს ტაძარი უნიკალური ნაგებობა იყო. ზოგი მკვლევარის აზრით აგებულია ძველი წარმართული მთვარის სალოცავი ტაძრის ადგილზე (ი. ადამია). ენათესავება ბანის ტაძარს. წმინდა ნინოს ტაძარი გეგმით წრიული ნაგებობა იყო, შიგნით მოტავსებული ტეტრაკონქით, გარედან მთელ პერიმეტრზე (დაახლოებით ერთი მესამედის გარდა) სვეტებზე დაყრდნობილი მონუმენტური თაღები ჰქონდა შემოვლებული (მას მრგვალ ტაძარსაც უწოდებენ). ნაგებია ადგილობრივი რიყისა და შირიმის ქვით, გამოყენებულია დასავლეთ საქართველოდან ჩამოტანილი სუფტად გათლილი თეთრი ქვებიც, რომელთა შორის ბევრი წარწერიანი იყო (დღეს დაკარგულია). ტაძრის ირგვლივ კიდევ 12-მდე ეკლესიის ნანგრევებია, რომლებსაც თითქმის XX საუკუნის დამდეგამდე ჰქონდათ შენარჩუნებული ძვ. ბრწყინვალებათა ნიშნები - ჩუქურთმები, წარწერები, მხარვრობა.