წმ. ანდრიას ტაძარი (კიევი)
ვიკიპედიიდან
ბაროკოს სტილის წმინდა ანდრიას საკათედრო ტაძარი (უკრ.: Андрiївська церква) აიგო კიევში 1747-1754 წლებში იმპერატორის არქიტექტორი ბართოლომეო რასტრელის პროექტით. ტაძარი შემაღლებულ ბორცვზე (ანდრიივსკა ჰორა) დგას და გადაჰყურებს ისოტრიულ პოდილის უბანს. ეს შესანიშნავი, ფერადოვანი სტრუქტურა ქალაქის ყველაზე გამორჩეული, განთქმული ღირშესანიშნაობაა.
ტაძარი ააგეს რუსი და უკრაინელი ხელოსნების ჯგუფებმა ივანე მიჩურინის ხელმძღვანელობით, რომელიც იმხანად მოსკოვის მთავარი არქიტექტორი იყო. შენობამ ამ ადგილზე შეცვალა ძველი ამაღლების ეკლესია ქალთა ბაზრის მოედანზე (ბაბი’ ტორჟოკ). ლეგენდის თანახმად წმ. ანდრია მოციქულმა ჯვარი აღმართა და დიდი ქრისტიანული ქალაქის დაფუძნება იქადაგა სწორედ ამ ადგილას, რომელიც იმ დროს თითო-ოროლა მოსახლესა და სახნავ-სათესებს ეჭირა.
1968 წლიდან ეკლესია მუზეუმად აქციეს. დროგამოშვებით აქ ტარდება უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიები.