ხატისოფლის ბრძოლა 1584
ვიკიპედიიდან
ხატისოფლის ბრძოლა 1584, ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის სოფ. ხატისოფელთან (ამჟამად დმანისის რაიონი). ოსმალთა წინააღმდეგ სიმონ I-ის ბრძოლა ერთ-ერთი ეპიზოდი. 1584 ოსმალთა სარდალი ფერჰარდ-ფაშა მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლისაკენ დაიძრა და ხატისოფელთან დაბანაკდა (ფერჰარდ-ფაშას ლაშქრობანი საქართველოში).
ქართველთა 4 ათასიანი ლაშქარი სიმონ I-ის მეთაურობით მდ. ხრამის ნაპირთან მოულოდნელად დაესხა მტერს და მისი ბანაკი არია, მაგრამ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან (30 ათასი კაცი) ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა ბრძოლის ველს გასცლოდა.