ხელვაჩაურის რაიონი
ვიკიპედიიდან
ხელვაჩაურის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე ახლანდელი ზელვაჩაურის რაიონის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოკრუგში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით - აჭარის ბათუმის ოკრუბში. 1924 წელს ცალკე გამოიყო და ეწოდა ჭოროხის მაზრა, 1929 წლიდან ეწოდა ბათუმის მაზრა, 1930 წლიდან 1968 წლამდე ბათუმის რაიონი იყო, 1968 წლიდან ხელვაჩაურის რაიონია. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქობულეთის, აღმოსავლეთით - ქედის რაიონები, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთი, დასავლეთით და ჩრდილოეთით - შვი ზღვა. ფართობი 430,0 კმ2, რაიონული ცენტრი - დაბა ხელვაჩაური.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
რელიეფი. რაიონის დასავლეთი ნაწილი უჭირავს მახინჯაურის, კახაბრის, გონიო-სარფის ვაკე-დაბლობებს. კახაბრის დაბლობი აღმოსავლეთით, მდ. ჭოროხის გასწვრივ, სოლისებურად იჭრება ბორცვიან მთისწინეთში. ვაკე-დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი, დიუნისებრი ქვიშიანი ზვინულები და ბრტყელი ვაკე. ზღვისპირა ვაკე-დაბლობები აგებულია მეოთხეული ნალექებით (ქვიშები, რიყნარები, თიხები). რაიონის ფარგლებში არის ბათუმის კონცხი, რომელიც ღრმად იჭრება ზღვაში და ქმნის მოხერხებულ, ღრმა ბუნებრივ ნავსადგურს. აღმოსავლეთით და სამხრეთით ბორცვიანი მთისწინეთის ზონაა (მთა ანარია, 410 მ, მთა ჯვარი 418 მ). უფრო პერიფერიულ ნაწილებში ჩაქვის (სამხრეთ-დასავლეთით), ჭანეთისა და (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და კარჩხალის (ჩრდილო-დასავლეთით) ქედების დაბალი და საშუალო სიმაღლის განტოტებებია (მთა ბოლოკო, 1531 მ, მთა მირვეთი, 1094 მ, მთა გორეზული, 1447 მ), რომლებიც ძირითადად აგებულია შუა ეოცენური ანდეზიტური განფენებითა და მათი პიროკლასტოლითებით.
[რედაქტირება] მოსახლეობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი დიდი რაიონია ხელვაჩაური მისი მოსახლეობა თითქმის 43000-ი კაცია
[რედაქტირება] მმართველობა
ხელვაჩაურის რაიონს გამგებელი მმართველობს მისი სახელი და გვარია გია შერვაშიძე
[რედაქტირება] ეკონომიკა
[რედაქტირება] კულტურა
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია გონიოს ციხე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |
ბათუმი | ქედის რაიონი | ქობულეთის რაიონი | შუახევის რაიონი | ხელვაჩაურის რაიონი | ხულოს რაიონი |