ჯაბადარი, ალექსანდრე ვახტანგის ძე
ვიკიპედიიდან
ჯაბადარი, ალექსანდრე ვახტანგის ძე (* 17 ივლისი, 1928, წულუკიძე (ახლანდელი ხონი) ), საბჭოთა ეპოქის ქართველი ინჟინერ-მეტალურგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971). სკკპ წევრი 1963-იდან. 1958-იდან მუშაობს თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში, 1971-იდან ამ ქარხნის მთავარი მეტროლოგია. ტექნოლოგიის პროცესების კონტროლის პროგრამის მეთოდების შექმნისა და დანერგვისათვის 1975 ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.