ჯაბადარი, ალი-ყული
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ჯაბადარი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ჯაბადარი |
ჯაბადარი, ალი-ყული XVII საუკუნის ქართველი მხატვარი. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები ( ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.