ჯვრის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან
სიტყვას "ჯვრის უღელტეხილი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჯვრის უღელტეხილი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ჯვრის უღელტეხილი, ხევისყელი, უღელტეხილი ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარეების ბიდარისა და (თერგის მარჯვენა შენაკადი) და მთიულეთის არაგვის წყალგამყოფზე, ყაზბეგის რაიონში. სიმაღლე 2379 მ. აგებულია მეოთხეული ეფუზიკებითა და ინტერუზიული დიაბაზებით. უღელტეხილის მიდამოებში სუბალპური და ალპური ლანდშაფტებია. მასზე გადის საქართველოს სამხედრო გზა. სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მოწყობილია გუდაურის ზამთრის სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. "ჯვრის უღელტეხილი" წყაროებში ცნობილია აგრეთვე ჯვართაყელისა და გუდაურის უღელტეხილის სახელით.