ჯოუნზი, ინიგოუ
ვიკიპედიიდან
ინიგოუ ჯოუნზი (Inigo Jones) (* 15 ივლისი, 1573, ლონდონი ― † 21 ივნისი, 1652, იქვე) ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ინგლისელი არქიტექტორი. არქიტექტურას სწავლობდა 1596 და 1614 შორის იტალიასა და საფრანგეთში. 1615-1643 სამეფო შენობათა ზედამხედველი. პალადიოს მიმდევარი, შეადგინა მისი ტრაქტატის კომენტარები (გამოიცა 1715). ნამუშევრები: უაიტჰოლის სასახლის ანსამბლის პროექტი ლონდონში (ამ პროექტიდან განხორციელდა მხოლოდ საბანკეტო დარბაზი 1619-1622), დედოფლის ვილა გრინვინში (1616-1635), უილტონ-ჰაუზის სასახლის ინტერიერები (უილტშირი, დაახლოებით 1949-1652), იყო თეატრის მხატვარიც.