ჯოხაძე, მაკა
ვიკიპედიიდან
ჯოხაძე, მაკა შუბუს ასული (* 10 აპრილი. 1948, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. სკკპ წევრი 1983-იდან. საქართველოს სსრ კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1985), საქართველოს მწერალთა კავშირის პროზის სექციის თავმჯდომარე (1986-იდან). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1971). პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969, პირველი პროზაული კრებული "გურამ-გურამ" - 1976. ეკუთვნის მოთხრობების წიგნები "გადარჩენილი პეიზაჟი" (1984), "შეხვედრა" (1985), პიესა "ორი ცხოვრება" (1986).