ჯუჩი
ვიკიპედიიდან
ჯუჩი (დაახლოებით ― † 1227), მონღოლთა სარდალი, ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟი. მონაწილეობდა ჩინეთის (1211-1215), შუა აზიის (1219-1221), დაშთე-ყივჩაყის დაპყრობაში. ჩინგიზ-ყაენის მიერ დაპყრობილი მიწების განაწილებისას (1224) საუფლისწულოდ ერგო მამული ირტიშიდან ურალამდე და შემდეგ დასავლეთისაკენ.