ჰანსონი, ლარს
ვიკიპედიიდან
ჰანსონი, ლარს (* 26 ივლისი, 1886, გეტერბორგი ― † 8 აპრილი, 1965, სტოკჰოლმი, შვეცია), შვედი მსახიობი. 1909 დაამთავრა სამეფო დრამატულ თეატრთან არსებული სკოლა (სტოკჰოლმი), 1922-იდან ამ თეატრის დასშია. საუკეთესო როლები შექმნა შექსპირის ტრაგედიებში (რომეო - "რომეო და ჯულიეტა", ჰამლეტი - "ჰამლეტი", რიჩარდ III - "რიჩარდ III", იაგო - "ოტელო", ლირი - "მეფე ლირი" და სხვ.) და სტრინდბერგის დრამებში (მამა - "მამა", იუნასი - "ერიკ XIV", კარლ XII - "კარლ XII"). იყო აგრეთვე შვედური კინოს წამყვანი მსახიობი, გადაღებულია ძირითადად რეჟისორ მ. სტილერის ფილმებში.