ჰარდენი, ართურ
ვიკიპედიიდან
ჰარდენი, ართურ (* 12 ოქტომბერი, 1865, მანჩესტერი ― † 17 ივნისი, 1940, ბორნენდი, ბაკინგემშირი), ინგლისელი ბიოქიმიკოსი. ლონდონის სამეფოს საზოგადოების წევრი (1909-იდან). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1902-იდან იკვლევდა სპირტული დუღილის ბიოქიმიას და ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში. ნობელის პრემია (1929 წელს ჰ. ეილერ-კელპინთან ერთად).