ჰარდინგი, უორენ გამალიელ
ვიკიპედიიდან
ჰარდინგი, უორენ გამალიელ (* 2 ნოემბერი, 1865, კორსიკა, ახლანდელი ბლუმინგროუვი, ოჰაიოს შტატი ― † 2 აგვისტო, 1923, სან-ფრანცისკო), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. 1921-1923 წლებში აშშ-ის 29-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. 1900-1904 ოჰაიოს შტატის სენატის წევრი, 1904-1906 ოჰაიოს შტატის ლეიტენანტ-გუბერნატორი. 1914 წამოაყენა თავი აშშ-ის სენატორობის კანდიდატად და ნოემბრის არჩევნებში დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე დემოკრატიული პარტიიდან. ერთა ლიგაში აშშ-ის შესვლის წინააღმდეგი იყო. არ დაუშვა საბჭოთა წარმომადგენლები ვაშინგტონის კონფერენციაზე (1921-1922).