ჰასან II
ვიკიპედიიდან
ჰასან II მულაი ჰასან ალაუი (* 9 ივლისი, 1929, რაბატი ― † 23 ივლისი, 1999), მაროკოს მეფე 1961-იდან, ალაუიტების (ალავიტების) დინასტიისა. 1952 წელს დაამთავრა ბორდოს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მაროკოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1956) დანიშნეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად და თავდაცვის მინისტრად (1960 მაისი - 1961 თებერვალი). 1961 წლის 3 მარტს გამოაცხადეს მაროკოს მეფედ და მუსლიმანთა რელიგიის მეთაურად. ჰასან II არის სახელმწიფო მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
[რედაქტირება] იხ. აგრეთვე
- მაროკოს მეფეები
- მაროკოს ისტორია