ჰაუსჰოფერი, კარლ
ვიკიპედიიდან
კარლ ჰაუსჰოფერი - გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის თავკაცი კარლ ჰაუსჰოფერი დაიბადა 1869 წლის 27 აგვისტოს მიუნჰენში. 1887 წლიდან იგი დიპლომატიურ სამსახურშია. 1908-1910 წწ.იაპონიაში მუშაობს. პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-1918 წწ. ჰაუსჰოფერი ბრიგადის გენერალია. 1921 წელს მიუნჰენის უნივერსიტეტში მას პროფესორის ცენზი მიენიჭა. იქვე, მან დააარსა გეოპოლიტიკის სკოლა. ჰაუსჰოფერს ახლო ურთიერთობები ჰქონდა მესამე რაიხის ერთ–ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან რუდოლფ ჰესსთან, რომელიც მან შემდგომში ა. ჰიტლერს გააცნო. პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის იდეები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მესამე რაიხის მაღალ წრეებში და ზოგადად, გერმანულ საზოგადოებაშიც. იგი გარდაიცვალა 1946 წლის 13 მარტს ქ. ვაილჰაიმის მახლობლად.