ჰუხელი, პეტერ
ვიკიპედიიდან
პეტერ ჰუხელი (Huchel)(* 3 აპრილი, 1903, ლიხტერფელდე, ბერლინთან ― † 30 აპრილი, 1981, ტაუფენბადენი), გერმანელი მწერალი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1971 წლამდე ცხოვრობდა გდრ-ში, შემდეგ იტალიასა და გფრ-ში. თავდაპირველად იყენებდა ტრადიციულ, კონვენციურ ფორმასა და გამოსახვის საშუალებებს, თანდათანობით გადავიდა ურითმო, შინაგან რიტმზე დაფუძნებულ ლექსებზე. მისმა ლირიკამ ფილოსოფიური ხასიათი მიიღო, ყურადღების ცენტრში დააყენა ადამიანის ეგზისტენციური შეჭირვება (კრებულები: "ლექსები", 1948; "შარაგზები, შარაგზები", 1963; "დათვლილი დღეები", 1972). ჰუხელს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული პრემია, იყო რამდენიმე აკადემიის წევრი.