Dr. Dre
ვიკიპედიიდან
Dr. Dre | |
---|---|
![]() Dr. Dre |
|
აქტიურობის წლები | 1984 - დღემდე (გაუთავებელი დაშლებით) |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი |
ვებგვერდი | www.dre2001.com |
ანდრე რომელ იანგი (Andre Romell Young) 1965 წლის 18 თებერვალს დაიბადა Los Angeles-ის უბან South Central-ში. მისი მშობლები მის დაბადებამდე განქორწინდნენ. დედამისი მეორედ უორენ გრიფინ უმცროსს გაჰყვა ცოლად, რომელიც შემდგომში უორენ გრიფინ III-ს ანუ რეპერ Warren G-სმამა გახდა. მუსიკით ახალგაზრდა ანდრე ჯერ კიდევ '80 წლების დასაწყისში დაინტერესდა, თავიდან ის დიჯეი იყო, ხოლო შემდგომში MC-ც გახდა. ზედმეტსახელი თავისი საყვარელი კალათბურთელის ჯულიუს ერვინგის ზედმეტსახელის Dr. J-ს და საკუთარი სახელის ბოლო სამი ასოს Dre-ს შეერთებით მიიღო. 1984 წელს ის WCWC-ში ანუ World Class Wreckin' Cru-ში გაზევრიანდა Alonzo Williams, Shakespeare, Cli-N-Tel, Mona Lisa Young, Michel'le და DJ Yella-თან ერთად. ჯგუფი ლეიბლ Epic-ში იყო გაწევრიანებული და Old School Rap-სა და Electro-Pop-ს ასრულებდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] N.W.A.
ჯგუფი N.W.A. ანუ Niggaz With Attitudes 1986 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც World Class Wreckin' Cru-დან წამოსულ Dr. Dre-ს და DJ Yella-ს დამწყები რეპერი Ice Cube და ყოფილი ნარკოდილერი Eazy-E შეუერთდნენ. ჯგუფი სიმღერებს Eazy-E-ს ხმის ჩამწერ სტუდიაში წერდა რომელსაც Ruthless Records ერქვა. შემდგომში ჯგუფს The D.O.C.-ც შეუერთდა. ჯგუფმა პირველმა ჩამოაყალიბა Wesc Coast HIP HOP-ის, G-Funk-ის და Gangsta Rap-ის ძირითადი წესები. N.W.A. ასევე პირველმა შეაგინა პოლიციას სიმღერაში Fuck Tha Police. სრული შემადგენლობით პირველი ალბომი Straight Outta Compton 1988 წელს გამოვიდა. კრიტიკოსებმა უცენზურო ლირიკის გამო ალბომს დაბალი შეფასება მისცეს, MTV-მ უარი განაცხადა კლიპ Straight Outta Compton-ის გაშვებაზე ხოლო მეორე სინგლი Fuck Tha Police თითქმის არ გასულა რადიო-ეთერში, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ალბომი რეპისთვიუს რეკორდული 2,000,000 კოპიის რაოდენობით გაიყიდა. 1990 წელს ჯგუფი Ice Cube-მ დატოვა, მან ჯგუფის ლიდერი Eazy-E შემოსავლების მოპარვაში დაადანაშაულა. 1991 წელს კი ჯგუფი იგივე მიზეზით დანარჩენმა წევრებმაც დატოვეს. ჯგუფის დაშლის შემდეგ Dre-მ სიმღერა Fuck Wit Dre Day ჩაწერა რომერლშიც ის Eazy-E-ს აგინებდა. ხოლო Eazy-E-მ საპასუხოდ Real Muthaphuckkin G's ჩაწერა. 1995 წელს Eazy-E-ს შედსის დიაგნოზი დაუსვეს, ცნობილია რომ სიკვდილის წინ ის DJ Yella-ს შეურიგდა, ასევე Dr. Dre-ს განცხადებით Eazy-E მასაც და Ice Cube-საც შეურიგდა მაგრამ როდესაც ისინი საავადმყოფოში მივიდნენ Eazy-E
[რედაქტირება] The Chronic
1991 წელს Dr.Dre-ს სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოვიდა. მან ეგრევე მოიპოვა პოპულარობა ისეთი სინგლების საშუალებით როგორებიც არიან Nuthin' But a 'G' Thang, Dre Day და Let Me Ride. სინგლი Nuthin' But a 'G' Thang ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჩარტებს. ალბომის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი Dr.Dre-ს პროტეჯემ Snoop Dogg-მა შეიტანა. ალბომი დღესდღეუბით კლასიკური HIP HOP-ის ერთერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. თვითონ ალბომი რეპისთვის სარეკორდო 10 მილიონი კოპიის რაოდენობით გაიყიდა. სწორედ The Chronic-მა გადაიყვანა რეპი განვითარების ახალ ეტაპზე და მის შემდეგ დაიწყო ნამდვილად დიდი თანხების კეთება რეპში.
[რედაქტირება] Death Row Records
წელს Dr.Dre-მ რეპერ Suge Knight-თან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია Death Row Records-ი დაარსა ის ახალგაზრდა რეპერებისთვის კარიერის დასაწყები ადგილი გახდა, ამ ლეიბლში ჩაიწერა HIP HP-ის ისეთი ლეგენდარული ალბომები როგორებიცაა Snoop Dogg-ის Doggystyle და 2Pac-ის All Eyez on Me სწორედ ამ ალბომის მთავარი სინგლის California Love-ს პროდუსერი და მონაწილე გახდა Dr.Dre. გარდა ამისა ის ფილმებ Above the Rim-სა და Murder Was the Case-ის საუნდტრეკების პროდუსერიც გახდა. 1996 წელს Dr.Dre-მ დატოვა ლებლი რასაც მალევე მისის დაშლა მოჰყვა.
[რედაქტირება] The Aftermath
იმავე 1996 წელს Dr.Dre-მ ახალი ლეიბლი The Aftermath Entertainment-ი დაარსა და მასშივე ჩაწერა თავისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი The Aftremath. ალბომმა ისეთივე პოპულარობით ისარგებლა როგორც The Chronic-მა ხოლო სინგლამა Keep Their Heads Ringin' 1996 წელს ნომინაცია საუკეთესო რეპ სიმღერაში გაიმარჯვა ალბომის საუკეთესო ტრეკად კი Been There, Done That გახდა. The Aftermath Entertainment-ის დაარსების შემგედ Dr.Dre-მ განაცხადა რომ ის აპირებდა წასულიყო რეპიდან და პროდუსერის კარიერა დაეწყო რათა ახალ ტალანტებს დახმარებოდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ The Aftermath Entertainment-მა უამრავი ახალი სახე მოიყვანა რეპში. ყველაზე დიდი წარმატება Eaminem-მა, 50 Cent-მა და The Game-მ მოიპოვეს. 2005 წელს ლეიბლმა კონტრაქტები Busta Rhymes-თან და Eve-სთან დადო. დღესდღეობით ლეიბლი 750 მილიონ დოლარად ფასდება ხოლო მისის წლიური შემოსავალი 75 მილიონ დოლარს შეადგენს.
[რედაქტირება] 2001
2001 წელს Dr.Dre-მ რეპში დაბრუნება გადაწყვირა და ალბომი 2001-ი ჩაწერა. მის დაბრუნებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ამ პერიოდში HIP HOP-ის დაღმასვალა აღინიშნებოდა, ალბომმა გამოაცოცხლა მთელი რეპ სამყარო სინგლმა Still D.R.E-მ უამრავი პრიზი მოიპოვა, ხოლო ალბომმა უდიდესი პოპულარობა და წარმატება დაიმსახურა. ამის შემდეგ Dre-მ კვალავ გააგრძელა პროდუსერის კარიერა და უამრავი შემსრულებლის პროდუსერი გახდა.
[რედაქტირება] Detox
თავისი უკანასკნელი ალბომის შესახებ Dr. Dre-მ ჯერ კიდევ 2000 წელსგანაცხადა ინტერვიუში. ალბომი თავიდან 2004 წელს უნდა გამოსულიყო თუმცა Dr. Dre-ს ის არ მოეწონა და ალბომზე მუშაობა დროებით შეჩერდა ხოლო მისი ინსტრუმენტალები Dr. Dre-მ The Aftermath Entertainment-ის ახალ შენაძენ The Game-ს მიჰყიდა. ალბომის შესახებ ჭორები ახლიდან ვრცელდებოდნენ და საბოლოოდ The Aftermath Entertainment-მა განაცხადა რომ Detox-ი 2007 წლის 11 სექტემბერს გამოვა.....
[რედაქტირება] სტუდიური ალბომები
1991 | The Chronic | |
1995 | The Aftermath | |
2001 | 2001 | |
Detox | 2007 |