Static Wikipedia February 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu

Web Analytics
Cookie Policy Terms and Conditions SUSE Linux - ვიკიპედია

SUSE Linux

ვიკიპედიიდან

[რედაქტირება] SUSE LINUX 9.3 Professional მიმოხილვა

ლინუქსმა დიდი ხანია რაც ფესვები გაიდგა სასერვერო პლათფორმად ახლა კი დიდი ნაბიჯებით იჭრება სამაგიდო კომპიუტერთა არენაზე. ნოველის ახალმა წვლილმა ღია კოდების საზოგადოებაში ლინუქსს ახალი სიმაღლეებისთვის მიაღწევინა. SUSE LINUX Professional 9.3 შექმნილია სახლში გამოყენებისთვის და მოწოდებულია დააკმაყოფილოს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნილებები, დაწყებული ახალბედით და ჰაკერით ან IT პროფესიონალით დამთავრებული, ვისაც კი სურს გადახედოს უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას ლინუქსისთვის. ახალი პლათფორმა გთავაზობთ სრულყოფილ, კარგად დამუშავებულ დოკუმენტაციას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ახალბედა მომხმარებლისთვის. ამავდროულად, SUSE 9.3 პროგრამისტებისთვის და სხვა ძლიერი მომხმარებლებისთვის გაწვდით ვირტუალურ მანქანას. ამ სენსაციური ოპერაციული სისტემის უფრო ღრმად ჩაწვდომა ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი და სასარგებლო იქნება ყველასთვის.


ინტეგრირებული ფაიერვოლით, ვირუსთა სკანერით, და სპამის ბლოკერით SUSE LINUX Professional 9.3 გთავაზობთ უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. ახალ 2.6.11 ბირთვზე აწყობილი, მასში წარმოდგენილია ლინუქსის უახლესი პროგრამების უმეტესობა. SUSE LINUX Professional-ის მარკეტოლოგები არ ტყუიან როდესაც გეუბნებიან რომ აქ არის ყველაფერი რაც გჭირდებათ.


სად ეძებენ მომხმარებლები შველას როდესაც რაიმე პრობლემას წააწყდებიან? ძალიან ბევრი მიმართავს დისტრიბიუტივში არსებულ დოკუმენტაციას. SUSE-ს უკანასკნელი ვერსიის დოკუმენტაცია კი შთამბეჭდავია. იგი ინტუიციურია, ნათელი და ძალიან კარგად გაკეთებული. როგორც ნოველში ამბობენ, "SUSE LINUX Professional 9.3 შეიცავს სრულ დოკუმენტაციას ინსტალაციისთვის და პროგრამების აღწერით. მოკლე მომხმარებლის გიდი დაგეხმარებათ სწრაფად დაწყებაში და მოგაწვდით ყველაზე აუცილებელ ინფორმაციას. სრული ადმინისტრატორის გიდი კი მოგაწვდით მრავალმხრივ ინფორმაციას SUSE LINUX Professional შესაძლებლობებზე. დოკუმენტაცია ასე დაყოფილია ახალბედებისთვის და გამოცდილი მომხმარებლებისთვის."


ალბათ პროგრამებს შორის, რომლებიც ამ პროდუქტშია წარმოდგენილი, ყველაზე მეტად აღსანიშნავია OpenOffice.org 2.0-ს ბეტა ვერსია. მასზე სრულიად დამსახურებულად უკვე ბევრი რამ ითქვა ასე რომ აქ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით.


OpenOffice.org უკვე დიდიხანია გავრცელებულია ლინუქსს მანქანებზე და იგი პრაკტიკულად ყველა სამაგიდო დისტრიბიუტივებს მოყვება. იგი შეიცავს ისეთ აუცილებელ ინსტრუმენტებს როგორც ტექსტური პროცესორი, ელექტრონული ცხრილები, და ბაზისური გრაფიკული პროგრამა. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა რომ OpenOffice.org-ის გარეშე ლინუქსი სამაგიდო სისტემებში მეორე ადგილს ვერ დაიკავებდა.


მონაცემთა ბაზებთან მუშაობა OpenOffice-ს ჯერ კიდევ ადრეც შეეძლო, მაგრამ უკანასკნელ ვერსიაში უკვე შეუძლია ”მონაცემთა ბაზის დოკუმენტის” შექმნაც. მომხმარებლებმა აღარ უნდა განიცადონ SQL-ის არ ცოდნის გამო, ოსტატები ყველაფერს ავტომატურად ააწყობენ:


წარმატებისთვის ყველაფერს სჭირდება სტანდარტიზაცია. ასევეა ტექსტური პროცესორებისთვის, ყველა ცნობილ ტექსტურ პროცესორს აქვს თავისი განსაკუთრებული ფორმატი, რაც ართულებს ფაილების გაზიარებას და ერთ პროცესორებში შექმნილი ფაილის სხვა პროცესორში გახსნას. სტანდარტიზაციის კომიტეტმა, OASIS-მა მონახა ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი. მათ ვებ გვერდზე ახსნილია მათი მიღწევა როგორც "XML-ზე ბაზირებული ფაილების ფორმატთა სპეციფიკაცია საოფისე დოკუმენტებისთვის." მათ მიერ შემოთავაზებული ფორმატი OpenOffice.org-ისთვის სტანდარტულია, და წყვიტავს სხვა პროგრამებთან გაზიარების პრობლემას.


ამასთან დაკავშირებით კოლმ სმიტმა (Colm Smyth) სან მიქროსისტემებიდან (Sun Microsystems) თქვა: "ჩვენი მცდელობების მთავარი მიზანია გავაუმჯობესოთ usability და საგრძნობლად გავაუმჯობესოთ Microsoft Office-ის ფორმატების ურთიერთ მხარდაჭერა. ეს მიზანი დღიტიდღე უფრო და უფრო მიიღწევა და უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს OpenOffice.org/StarOffice-ს."



ასევე, OpenOffice-ში გაუჯობესებულია MS Office-ის ფორმატში შექმნილი დოკუმენტების გახსნის და რედაქტირების საშუალება. ვერსია 2.0-ში ახალია ასევე WordPerfect -ის ფორმატების მხარდაჭერა. მართალია ეს უკანასკნელი ჯერ განვითარების სტადიაშია ასე რომ მთლად კარგად ჯერ არ მუსაობს.


მაგრამ თუ რაიმე კონკრეტული პროგრამა ძალიან განებივრებულია და მომხმარებელისგან დიდ შრომას მოითხოვს, ესე იგი ასეთი პროგრამების ავტორებს უნდა მოსთხოვო შექმნან მომხმარებელებისთვის ადვილად მისაღები გარემო. ამ მხრივ OpenOffice-ს პრობლემები არ გააჩნია. მრავალი მომხმარებელებელი შეჩვეულია პროგრამის ინსტრუმენტებს დაფის გადაკეთებას და გადალაგებას და ბოლო ბოლო ეს შესაძლებელი გახდა OpenOffice.org 2.0-ში:



განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექსტური პროცესორის განვითარებას. სიტყვათა დათვლის ფუნქცია გადაიხედა და გაფართოვდა. ცხრილებთან მუშაობა გამარტივდა. ხოლო ცხრილების ფუნქციები გაიზარდა და საგრძნობლად გაფართოვდა.


წერილთა შერწყმა კი არნახულად გაადვილდა. ოსტატი გადამუშავებულია და აკეთებს ამას ბევრად ადვილად და ინტუიციურად გასაგებად. OpenOffice-მა გაიარა გრძელი გზა რათა ეს პროცესი მომხმარებელებისთვის აღარ ყოფილიყო მისტიკური.


იმფრესი არის OpenOffice-ის პრეზენტაციების მოსამზადებელი ნაწილი, საგრძნობლად გაუმჯობესდა. მომხმარებლის ინტერფეისმა დიზაინი იცვალა და მას კომფორტაბელურ გარემოს სთავაზობს:


სურათი:Present.jpg


კიდევ უამრავი დამატებითი გაუმჯობესებაა OpenOffice.org-ის პაკეტში. PDF-ში ექსპორტი ბევრად გაუმჯობესდა. OpenOffice-მა ასევე გააუმჯობესა HTML დოკუმენტების შექმნის ამბავი.


OpenOffice ამტკიცებს რომ მომავალი ლინუქსს და ღია კოდის კონცეფციას ეკუთვნის.


უეჭველია რომ ბევრი მომხმარებელი თვლის რომ ძიება ძალიან სასარგებლოა და ზოგიერთ სიტუაციებში აუცილებელიც. ნოველის უკანასკნელი შემოთავაზებები დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს ამ სფეროში. Mono-based პროგრამების განსაკუთრებული მხარდაჭერით, SUSE შეიცავს განსაცვიფრებელ საძიებო სისტემის პრე რელიზს რომელსაც 'beagle' ჰქვია. როდესაც beagle დემონი გაშვებულია, იგი მაშინვე იწყებს კომპიუტერში ფაილების ინდექსირებას. იმ ფაილთა ინდექსირება ხდება, რომლებიც სავარაუდოთ დოკუმენტებს წარმოადგენენ (txt, rtf, pdf, doc, ppt, sxw, sxi, sxm). ასევე სხვა ტიპის ფაილების ინდექსირებაც ხდება. ეს შეიცავს წერილებს (მხოლოდ Evolution), IM/IRC საუბრებს. პროგრამულ კოდებს, სურათებს, მუსიკალურ ფაილებს, და ასევე პროგრამებსაც. თუ თქვენით დააკონფიგურირებთ, ასევე შესაძლო იქნება ვებ გვერდების ისტორიის ინდექსირება (მხოლოდ Firefox). სამყაროში სადაც მყარი დისკის ზომბი იზრდება და იზრდება, იმის ალბათობა რომ თქვენ ისე შეძლებს მონაცემთა მოწესრიგებას რომ ძებნა არ დაგჭირდეთ, ძალიან მცირეა. როდესაც დოკუმენტთან სწაფი მიღწევა გჭირდებათ, beagle მოგაწვდით:


სურათი:Search.jpg


ასევე წარმოდგენილია Mono-based პროგრამების საკმარისი რაოდენობაც. ერთერთი ასეთი პაკეტი არის f-spot, ფოტოების მენეჯერი:


სურათი:Spot.jpg


კიდევ ერთი არის tomboy, სამუშაო დაფაზე შენიშვნების დასაკეთებელი პროგრამა Gnome -სთვის.


მანქანის ვირტუალიზაცია ბევრად გაუმჯობესდა პროგრამისტების მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. როდესაც პროგრამისტი შექმნის რამის ახალ ვერსიას, მას სჭირდება მისი უსაფრთხო გამოცდა, რათა არ დააზიანონ სისტემა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად. SUSE LINUX Professional 9.3 გთავაზობთ ასეთი ტიპის ვიზუალურ გარემოს Xen-ს. Xen გაძლევთ ვირტუალურ მანქანების სრულ გამიჯვნას. ამ პროექტის მეორე მიზანია მოგცეთ პირდაპირი შეხება ყველა მოწყობილობასთან, ანუ ვირტუალური მანქანის წარმადობა და კონფიგურაცია მაქსიმალურად მიახლოვებულია ნამდვილ მანქანასთან. გაითვალისწინეთ რომ Xen განვითარება ახლახანს დაიწყო, ასე რომ იგი ჯერ ადრეულ სტადიაშია და შესაბამისად ექსპერიმენტულ ვერსიას წარმოადგენს, ამის გამო იგი სტანდარტულად არ არის დაყენებული.


ტექსტური შეტყობინებების ჩატი უკვე ათწლეულია დომინირებს. ორივე Gaim და Kopete ამ მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილებისთვის არიან მოწოდებულნი. მათ ყველა პოპულარული ჩატის ოქმების მხარდაჭერა გააჩნიათ: AOL, Yahoo, MSN, Jabber, IRC, და სხვა მრავალი. ისინი სტანდარტულად დაყენებულნი არიან:


გაიმი:


სურათი:Gaim.jpg


კოპეტე:


სურათი:Kopete.jpg


აუდიო საუბრებიც დიდი პოპულარობით იწყებენ სარგებლობას. არ არის გასაკვირი რომ SUSE LINUX Professional 9.3 შეიცავს Linphone რომელიც სტანდარტულად ყენდება. ეს პროგრამა ზარების განსახორციალებლად და აუდიო მონაცემების გადასაცემად იყენებს SIP პროტოკოლს. ფაიერვოლის უკან ზიხართ? თქვენი IP მისამართი იცვლება? Linphone-ს შეუძლია ამ ორივე შემთხვევაში იმუშავოს. დოკუმენტაცია ძალიან ნათელია, ინტუიციური და გასაგებად მარტივი.


სურათი:Phone.jpg


ვინდოუსიდან ლინუქსზე მასიური გადასვლის ერთერთი მთავარი მიზეზია უსაფრთხოება. ვინდოუსის ერთერთი სისუსტეა ვებ გვერდების დათვალიერება. სტანდარტულ ბრაუზერში იმდენი ხვრელია, რომ აუცილებელი გახდა ახალი ბრაუზერი რომელიც მეტად დაცული იქნებოდა. საბედნიეროდ, SUSE 9.3 მოყვება Firefox 1.0. Gnome-სთვის იგი სტანდარტული ბრაუზერია; KDE-ში მისაწვდომია სამუშაო დაფიდან. უსაფრთხოება Firefox-ის ერთერთი ყველაზე დიდი პლუსია. ასევე არსებობს ათასობით საშუალება რათა პროგრამა მოვარგოთ ჩვენს გემოს თემებისა და გაფართოებების საშუალებით. mozilla.org ვებ გვერდიდან: "გაფართოებები არიან პატარა დამატებები, რომლების Firefox-ს მატებენ ახალ ფუნქციებს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი რამის დამატებება, ინსტრუმენტთა დაფის ღილაკიდან სრულიად ახალ ფუნქციამდე. ისინი ბრაუზერს საშუალებას აძლევენ მოერგონ ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. თუ მათ რაიმე დამატებითი ფუნქცია სჭირდებათ, ყოველთვის შეუძლიათ მიამატონ იგი. თემებთან დაკავშირებით, Mozilla ხსნის: "თემები, ეს არის Firefox-ის ტყავები, ისინი საშუალებას გაძლევენ ბრაუზერის გარეგნობა შეცვალოთ და მოირგოთ იგი. თემას შეუძლია Firefox-ს მარტო ფერები შეუცვალოს, და ასევე შეუძლია მთელი ხედის შეცვლაც." Firefox სტანდარტია, რომელიც სხვა ბრაუზერებმა უნდა გაითვალისწინონ:


სურათი:Firefox.jpg


როდესაც მულტიმედიის ენთუზიასტებს აჩვენეს SUSE 9.3, ისინი ძალიან ნასიამოვნებნი დარჩნენ, რადგან პლათფორმა თავისთავად მხარს უჭერს Apple iPod-ს. არაა საჭირო დრო ხარჯო რათა აამუშავო იგი, ის უბრალოდ მუშაობს.


ამ ოპერაციულ სისტემაში გრაფიკული დიზაინირება ისევე მარტივია როგორც მძლავრი GIMP 2.2-ის მეშვეობით, რომელიც ასევე სტანდარტულად ინსტალირდება. GIMP-ის ბოლო ვერსია ბევრად გაუმჯობესებულია. ახალ ვერსიაში არის მრავალი ახალი ფუნქცია, ახალი გრაფიკული იარაღები, წინასწარ ნახვის ინსტრუმენტები და საშუალებები, ახალი კოდის ინტერპრეტატორი, ცხელ კლავიშთა ახალი რედაქტორი და ბოლო ბოლო შვიდი ახალი ფლუგინი. ადგილის სიმწირის გამო ყველა შესაძლებლობებზე საუბარი შეუძლებელია.


სურათი:Grafic.jpg


არ არის გასაკვირი, SUSE გთავაზობთ საუკეთესო ბიზნესკლას საფოსტი და ინფორმაციის მენეჯმენტის პროგრამებს, Evolution, KMail, და Thunderbird-ის სახით. Evolution 2.2.1-ს გააჩნია ფართო ფუნქციები. იმის გარდა რომ იგი ძალიან ძლიერია ფოსტის მართვაში, მას ასევე შესანიშნავად შეუძლია კონტაქტების მართვა. კონტაქტების იმპორტირება და ექსპორტირება ძალიან მარტივია. Evolution აქვს კალენდარი, დაგეგმარება, ბელ საქმეთა სია, ასევე მისი დიზაინი ძალიან დახვეწილია.


სურათი:Evolution.jpg


ბევრი ვეცადეთ რათა პლათფორმას უპრობლემოთ ემუშავა უკაბელო ქსელებში. კრის შლეგერი (Chris Schlaeger) ნოველიდან ამბობს: "SUSE LINUX Professional 9.3 გთავაზობთ Bluetooth-ის მხარდაჭერას, ამას განეკუთხვენა YaST-ის მეშვეობით Bluetooth-ის მხარდამჭერი მოწყობილობების ავტომატური ამოცნობა.. საქმიანი მობილური მომხმარებლებისთვის იგი მხარს უჭერს უკაბელო ქსელებში სწრაფ და ადვილ ჩართვას." ქსელის არჩევა (netapplet) უკაბელო ქსელებს შორის გადართვას უმარტივესად ახერხებს:


სურათი:Qseli.jpg


Bluetooth მოწყობილობების კონფიგურირება YAST-ის მეშვეობითაც შეიძლება:


სურათი:Yast.jpg


როგორც იყო მოსალოდნელი, SUSE LINUX Professional 9.3-ში შედის GNOME-ის და KDE-ს ბოლო ვერსიები. თქვენ მარტივად შეგიძლიათ ან რომელიმე ერთერთი ან ორივე დააინსტალიროთ. შლეგერი განმარტავს: "ჩვენ ვთავაზობთ ორიგე დრაფიკულ გარსს რათა მომხმარებლებმა მოირგონ ისინი თავის გემოზე. ჩვენ ასევე ბევრი შრომა დავხარჯეთ რათა KDE და Gnome კარგად შეეწყონ ერთმანეთს."


ახალმა KDE-მ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, მასში 6,500 შეცდომაზე მეტია გასწორებული, 1,700 სურვილი დაკმაყოფილებული და 80,000 ცვლილება წინა ვერსიისგან. დაემატა Effort has been put into text-to-speech functionality for Konqueror, Kate, KPDF, and KSayIt. გაუმჯობესდა პიქტოგრამები და ვიზუალური ეფექტები და შეიცავს გადამუშავებულ ნაგვის სისტემას. Akregator RSS news reader გახდა KDE-ს სტანდარტული კომპონენტი. ამრიგად, KDE-ს სამუშაო დაფა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.


Kontact SUSE-ს ახალ ვერსიაში საგრძნობლად განვითარდა და დაიტვირთა ახალი ფუნქციებით. მას შეუძლია ფოსტის, კონტაქტების, კალენდარის, საქმეთა სიის, შენიშვნების, მართვა და თანაც PDA-სთან სინქრონიზირება, ეს ყველაფერი Kontact-ის ფუნქციებში შედის:


სურათი:PIM.jpg


ასევე, Gnome 2.10 ვერსიაშიც ბევრი ცვლილებაა. SUSE 9.3 შეიცავს Gnome 2.10-ს. მენიუები გაუმჯობესდა და სტანდარტული პროგრამები, როგორიცაა Nautilus, ფაილ მენეჯერი, უფრო სწრაფი და სტაბილური გახდა. გადათრევა გაუმჯობესდა, განსაკუთრებით Nautilus-სა და სხვა პროგრამებს შორის. მრავალი ლამაზი ფონის სურათი დაემატა Gnome-ს. Totem, პოპულარული ვიდეო პლეერი ჩართულია ფანჯრების მენეჯერში. ასევე არის რამოდენიმე სხვა გაუმჯობესება, როგორიცაა სხვადასხვა კლავიატურის განლაგების არჩევა, დაფის აპლეტები გადამუშავდა რათა უფრო მჭიდროთ შეერწყას სამუშაო დაფას. მომხმარებლების შეუძლიათ ნაგვის ყუთი ამოცანათა დაფაზე მოათავსონ. ამინდის მონიტორიც გაუმჯობესდა, სისტემის ხმის კონტროლი გაძლიერდა დაფაზე მოთავსებული მიქსერის მეშვეობით. ვისაც უჭირს რომ იყოს კარგად ორგანიზებული, დაეხმარება შენიშვნათა აპლეტი. ისევე როგორც სხვა ახალი პროგრამები რომლებიც მოყვება SUSE LINUX Professional 9.3, -ს, Gnome -ის გაუმჯობესებათა სრული სია აქ არ დაგვეტეოდა.


SUSE LINUX Professional 9.3 -ის განახლებულ პაკეტთა მოკლე სიას მოვიყვანთ ქვემოთ:


1.Linux Kernel 2.6.11 2.GCC 3.3.5 3.glibc 2.3.4 4.X.Org 6.8.2 5.Mono 1.1.4 6.KDevelop 3.2 7.Eclipse 3.0.1 8.PostgreSQL 8.0


SUSE 9.3 Professional -ის სისტემური მოთხოვნები:


პროცესორი: Intel: Pentium 1-4; AMD: Duron, Athlon, Athlon XP, Athlon MP, Athlon 64, Sempron მეხსიერება: არანაკლებ 128 MB, 256 MB რეკომენდირებულია მყარი დისკი: არანაკლებ 500 (მინიმალური ინსტალაციისთვის), 2.5 GB რეკომენდირებულია სტანდარტული ინსტალაციისთვის აუდიო და ვიდეო დაფები: SUSE LINUX მხარს უჭერს თანამედროვე აუდიო და ვიდეო დაფების უმრავლესობას.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური ვებ გვერდი

პროდუქტი


მხარდაჭერის ჯგუფები: yast

personal

professional


თარგი:Linux-distro

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu