აბრამიანი
ვიკიპედიიდან
აბრამიანი, ხონჩაზე გაწყობილი სააახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვა ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი აბრამიანით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა".
ოჯახის თითოეულ წევრს ღვინისა და თაფლში ამოვლებულ პურის ლეკმას - ბოღლიწოს - ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. აბრამიანიდან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბერებლად სრულდებოდა.