აბრამიშვილი, მიხეილ
ვიკიპედიიდან
მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი (* 16 ივნისი, 1892, სოფ. არგვეთი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― † 14 აპრილი, 1939, თბილისი), ქართველი კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი.
ძირიადად ესთეტიკისა და პოეტიკის პრობლემებს იკვლევდა. ერთ-ერთ-მა პირველმა გააშუქა ი. გრიშაშვილისა და გ. ტაბიძის პოეზია (ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება", 1915, № 3, 4; 1916, № 28-31). საყურადღებო გამოკვლევა მიუძღვნა გ. წერეთლის შემოქმედებას (ჟურნალი "ახალი კავკასიონი", 1925, № 1-2). მისი წიგნი "ძველი ქართული თეატრი" (1925) ქართული თეატრის ისტორიის შედგენის პირველი ცდაა.