აბულაძე, დიმიტრი
ვიკიპედიიდან
დიმიტრი ანტონის ძე აბულაძე (* 1861 ― † 1938), ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1898 დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. აბულაძემ პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლის ფუნქციის დარღვევას ენიჭება (1901). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების აბულაძის მეთოდმა (1907), რომელსაც აბულაძის ხერხი ეწოდება.