აგლაძე, დავით
ვიკიპედიიდან
დავით გიორგის ძე აგლაძე (* 18 იანვარი/31 იანვარი, 1900, თბილისი ― † 7 აგვისტო, 1976, იქვე), საბჭოთა ეპოქის ქართველი ზოოტექნიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925-1947 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ზოოვეტერინალურ და მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1947-1973 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე. მის ნაშრომებში გაშუქებულია ცხვრის მეტიზაციის, მატყლის სტანდარტიზაციის, ხევსურული ძრობის ოსტეოლოგიის, აგრეთვე საქართველოს მეცხოველეობის სხვა საკითხები. გარდა ამისა, აგლაძემ თარგმნა კლასიკური ნაშრომები გენეტიკაში, დაამუშავა ქართული ზოოტექნიკური ტერმინოლოგიის საკითხები. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), , პროფესორი (1930), დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.