ავსტრალია (კონტინენტი)
ვიკიპედიიდან
ავსტრალია (Australia < ლათ. australis - სამხრეთი), კონტინენტი სამხრეთ ნახევარსფეროში. ავსტრალია გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 3200 კმ-ზე, სამხრეთის განედი 10°41´-იდან (იორკის კონცხი) ს. გ. 39°11´-მდე (სამხრეთ-აღმოსავლეთის კონცხი) და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4100 კმ-ზე, აღმოსავლეთის გრძედი 113°05´-იდან (სტიპ-პოინტის კონცხი) ა. გ. 1533°34´-მდე (ბაირონის კონცხი). სამხრეთი ტროპიკი თითქმის შუაზე კვეთს. დასაველეთით და სამხრეთით აკრავს ინდოეთის ოკეანე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით - წყნარი ოკეანე. ზღვები: ტასმანიის, მარჯნის, ტიმორისა და არფურისა. ფართობი 7631,5 ათ. კმ2, კუნძულების ტასმანიის, მელვილის, კენგურუს და სხვების ჩათვლით - 7704,5 ათ. კმ2-მდე.