ავტოკეფალია
ვიკიპედიიდან
ავტოკეფალია (ბერძნ. ავტოს – თვითონ და კეფალე – თავი), მართლმადიდებლობაში: ერთი ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობა მეორისაგან; პირველი ავტოკეფალიური ეკლესიები წარმოიქმნა რომის იმპერიაში და მის მეზობელ ქვეყნებში. IV ს. შეიქმნა ოთხი ავტოკეფალიური ეკლესია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოგვიანებით ანტიოქიისას გამოეყო კვიპროსისა და ქართული ეკლესიები. ამჯამად არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, ქართული, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები. ქართული ავტოკეფალია ეკლესიური დიფტიქით მეცხრეა.