ავტოქორები
ვიკიპედიიდან
ავტოქორები (ბერძნ. άυτο - თვით, χωρέω - მივდივარ, წინ მივიწევ), მცენარეები, რომლებიც ვრცელდება გარემო ფაქტორთა ზემოქმედების გარეშე: ან გახეთქილი მწიფე ნაყოფიდან თესლის გატყორცნით (მექანოქორია), ან ნიადაგში ნაყოფის თვითჩამარხვის გზით (გეოკარპია), ანდა სიმძიმის ძალის მეშვეობით ნაყოფისა და თესლის ჩამოცვენით (ბაროქორია).