ათონის კრებული
ვიკიპედიიდან
" ათონის კრებული", ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი. შეადგინა მიქელ დაღალისონელმა 1074 წელს, ათონის ივერთა მონასტერში. კრებულს სამი რედაცია გაუვლია: მონასტრის მამამთავართა იოანე და ექვთიმე მთაწმინდლების სახსოვრად შედგენილი, მათი ცხოვრების ამსახველი კრებულიდან (I რედაქცია) ის იქცა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მამათა სახსოვარ კრებულად (II რედაქცია) და ბოლოს გამოყენებულ იქნა სააღაპე წიგნად (III რედაქცია). კრებული საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული ლიტერატურის ჩინებული წყაროა. დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-558)