ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი
ვიკიპედიიდან
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი, ნაკრძალი თრიალეთის ქედზე, თეთრი წყაროს რაიონში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს (დაარსდა 1965 წელს, ფართობი 6400 ჰა). რელიეფი მთაგორიანია. უმეტესად დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. ნაკრძალის მიზანია დაიცვას აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი საქართველოში, სხვა ძვირფასმერქნიანი ტყის ჯიშები და ნაკრძალის ფაუნა (შველი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა, დათვი, კურდღელი და სხვა). ნაკრძალს კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობაც აქვს.
თარგი:ბუნება