ალევის ქედი
ვიკიპედიიდან
ალევის ქედი, ლომის-ალევის ქედი, კავკასიონის სახმრეთი შტო. არხის ქედით უერთდება მთავარი წყალგამყოფი ქედის ტოტს - ხარულის ქედს. ალევის ქედი მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფია. იწყება მექეთის მწვერვალთან, რომელიც ქედის უმაღლესი წერტილია (2937 მ). ქედზე აღმართულია მწვერვალები: შელი (2579 მ), მუნჯუხი (2685 მ), ყურყუტა (2681 მ), ლომისი (2452 მ) და სხვა. სამხრეთით ბოლოვდება ლორწიმისკლდის (ალევისკლდის) მასივით (1973 მ). მაღლა ქედზე სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ - ფართოფოთლიანი ტყეები.