ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) XVIII ს.
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ალექსანდრე ბატონიშვილი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე ბატონიშვილი |
ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (― † 23 სექტემბერი, 1737), კახეთის მეფის დავით II (იმამყულია-ხანის) უფროსი ვაჟი, მაჰმადიანური სახელი - ალი-მირზა. 1735 წელს თამაზყული-ხანმა (1736-იდან ნადირ-შაჰი) ქართლ-კახეთის მმართველად დანიშნა, შემდეგ კახეთის ნაიბად. ქართლ-კახეთის მოსახლეობის ანტიირანული გამოსვლების დროს ებრძოდა აჯანყებულებს. 1737 ირანელებმა გადააყენეს. სცადა კახეთში გაბატონება, მაგრამ სპარსულ ტრადიციებზე აღზდრილი, მაჰმადიანი ალექსანდრე ბატონიშვილი ვერ დაუპირისპირდა თეიმურაზ II-ს, იძულებული გახდა შერიგებოდა შაჰს და გაემგზავრა ირანში. იქ მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართულ რაზმებს. მონაწილეობა მიიღო ნადირ-შაჰის ავღანეთის ლაშქრობაში. დაიღუპა ყანდარზეიერიშის დროს.