ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი, მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის გვერდითს ქედზე, ფიტნარგინის ქედის განშტოების ადგილად, მყინვარ დიხსუს მარცხენა ტოტის სათავესთან. სიმაღლე 4700 მ. კლდოვან-ყინულოვანია. 1945 წელს დაერქვა ქართველი მთასვლელის ა. ჯაფარიძის სახელი.