ალექსანდროპოლის ხელშეკრულება
ვიკიპედიიდან
ალექსანდროპოლის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული ოსმალეთსა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 2 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებამდე, რომლითაც დასრულდა 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომი. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში ამ პერიოდში იმყოფებოდა ნაციონალისტური პარტია "დაშნაკცუტუნი". ამ ხელშეკრულებით სომხეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა სევრის ხელშეკრულება და დაეთმო საკუთარი ტერიტორიის 60% თურქეთისთვის. ხელშეკრულების რატიფიცირება მთავრობას ერთ თვეში უნდა მოეხდინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა სომხეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირების გამო და შეთანხმება 1921 წელს შეცვალა ყარსის ხელშეკრულებამ.